ჩვენზე

ქუჩების კეთილმოწყობის კომპანია

ბრენდი

ჩვენი კომპანიის სახელი შთაგონებულია კალატოზი ფუტკრის ჯიშით - Mason Bee. ბანჯგვლიანი კალატოზი ფუტკრები განმარტოებულად მცხოვრები, კეთილთვისებიანი ფუტკრების ჯიშია, რომლებიც ბუდეს ბუნებაში არსებულ ღრმულებში აშენებენ ქვიშის, გამაგრებული ტალახის და სხვა ბუნებრივი ნაწილაკების შეწებების გზით.

კალატოზი ფუტკარი დამოუკიდებელი, დაუზარელი და ბეჯითად მშრომელია. თაფლს არ აწარმოებს, მაგრამ მწერებს შორის ყველაზე ეფექტურად მტვერავს მცენარეებს, რითაც ხელს უწყობს დედამიწაზე კლიმატის ცვლილების რეგულირებას და მცენარეთა სახეობების შენარჩუნებას.

კეთილმოწყობა ჩვენი საქმეა!

სწორედ ამ ფუტკარივით მშრომელი, ეფექტური და კეთილთვისებიანი ორგანიზაციულ კულტურას ვაშენებთ Beemason-ში. ჩვენი გუნდი გაერთიანდა ზრუნვის, გაზიარების და შემოქმედების ფასეულობების გარშემო.

საწარმო მდებარეობს ქალაქ ხობში.  პირველ ეტაპზე ვაწარმოებთ სამშენებლო ბლოკს, საგზაო ბორდიურს და ვიბროდაწნეხილ ბეტონის ფილებს. 

ახლო მომავალში ვგეგმავთ ყველა იმ ტიპის ბეტონის ნაკეთობების წარმოებას, რაც საჭიროა ქუჩების და გარე სივრცეების კეთილმოწყობისთვის.

Beemason ეს არის ინდივიდუალურ რჩევებსა და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული მომსახურება და ხარისხის გარანტია.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ მომხმარებელზე ორიენტირებული გრძელვადიანი, წარმატებული თანამშრომლობის ტრადიცია.

ქალები
Beemason-ში

Beemson-ის გუნდის უმეტესი ნაწილი ქალებით არის დაკომპლექტებული. აქტიური შრომისმოყვარე და საინტერესო გამოცდილებების მაძიებელი ფორკლიპტერი ქალები ჩვენი ბრენდის საამაყო ნაწილია.

Beemason-ში ვქმნით ქალების მიმართ მეგობრულ უპრეცედენტო და სამაგალითო ორგანიზაციულ კულტურას, რომელიც წაახალისებს თანამშრომლების სწავლებას, თვითგანვითარებას, შემოქმედებით ინიციატივებს და მისცემს ახალ სფეროებში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობას.

ჩვენი კორპორაციული კულტურაც ზუსტად ურთიერთპატივისცემას, ღია დიალოგს და საერთო მიზნებისკენ სწრაფვას ემყარება. ეს არის გზა, რომელსაც ვუფრთხილდებით, ვზრუნავთ და ვავითარებთ.

კეთილმოწყობა ჩვენი საქმეა
მოგვწერეთ

მოგვწერეთ